პროექტები/ღონისძიებები

  1. პროექტის სახელწოდება: მათემატიკური მოგზაურობა ჰარმონიის სამყაროში.
2. პროექტის მთავარი იდეა: ამ პროექტის განხორციელებისას მოსწავლეები შეისწავლიან გარემომცველი სამყაროს სილამაზისა და ჰარმონიის ზოგიერთ კანონს.
3. პროექტის აქტუალობა: პროექტზე მუშაობა დაეხამრება მოსწავლეებს დაამყაროს უშუალო კავშირი  გარე სამყაროს ფაქტებთან და მოვლენებთან. აკონტროლოს საკუთარი სწავლა; დაამყაროს კონტაქტი სხვა ადამიანებთან, მიიღოს საკუთარი კვლევის შედეგების სხვისთვის გაცნობის პრაქტიკა, გამოცდილება.
4. პროექტის მიზნები: მოსწავლეს შეძლოს ინფორმაციის დამოუკიდებლად ძიება, დამუშავება, ორგანიზება.
5. მონაწილეთა ასაკი: მონაწილეთა ასაკი 16 წელი.
6. ვადები/ხანგრძლივობა: სამი კვირა.
7. მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას: მოსწავლეები მოამზადებენ პრეზენტაციებს, სხვადასხვა გზით მოძიებული ინფორმაციების ანალიზებს, კვლევის შედეგებს, მათემატიკურ კანონზომიერებებს ამოიცნობენ ხელოვნების ნიმუშებში.
8. პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები:  X კლასის მათემატიკის სახელმძღვანელო, აუდიო და ვიდეო მასალების საინფორმაციო ტექნოლოგიების გამოყენება თვალსაჩინოებები. სახელმძღვანელოები:  
1. ა.ბენდუქიძე ,მათემატიკა, სერიოზული და სახალისო, თბილისი 1986.                         
2. ჰ. მელაძე, გამოყენებითი მათემატიკის საწყისები, თბილისი 2000.
3. ნ.სხირტლაძე, ი ბლიაძე, პ.წერეთელი, ჰ.მელაძე, მოდელი+ალგორითმი+პროგრამა=ინფორმატიკა,თბილისი 2000.
4. ჟურნალი ,,კვანტი’’ 1986, 6; 1992, 5; 1990,2.
5. ინტერნეტში შემდეგ მისამართზე: http://google.com და მოძებნეთ golden section.
9. პროექტის მსვლელობა(ძირითადი აქტივობები): შევარჩევთ თემას, ვირჩევთ საპროექტო ჯგუფს, ჯგუფის გარკვეულ წევრები იმუშავებენ: ცნობილ სკულპტურებში როგორ გამოიყენებოდა ოქროს კვეთა, ასევე საქართველოში დიდუბის პანთეონის ნაგებობაში ოქროს კვეთის გამოყენება. მოსწავლეთა შემდეგი ნაწილი იმუშავებენ მცენარეთა ფოთლების განლაგებაში და ხელის თითების (მონაკვეთებით თანმიმდევრულად წარმოიდგენა) განლაგებაში სად არის ოქროს კვეთა. მოსწავლეთა გარკვეული ნაწილი დაადგენს ფიბონაჩის მიმდევრობის გამოყენებას ხელოვნებასთან გარემომცველ სამყაროსთან  ასევე ევკლიდეს ოქროს კვეთა, როგორ უკავშირდება კვადრატული განტოლების ამოხსნას.
მომზადებული პრეზენტაციებით მოხდება პროექტის შემაჯამებელი შეფასება. მოსწავლეების მიერ ანგარიშის სახით და მასწავლებლის მიერ შეფასების რუბრიკის მიხედვით.
10. საგნებთან ეროვნულ სასაწავლო გეგმასთან კავშირი: პროექტზე მუშაობა ესაა- ეფექტური გზა თეორიული ცოდნიდან პრაქტიკამდე. მოსწავლეები გაიუმჯობესებენ უნარებს: ხელოვნებაში, ბუნებაში, ფიზიკაში, გეოგრაფიაში და სხვა.
11. პროექტის ხელმძღვანელი: ნაილი ცინცაძე.
12. ხელმძღვანელის ელ.ფოსტა: nanizinzaze12@gmail.com

13. პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი: nanizinzaze.blogspot.com

2 comments:

  1. ძალიან საინტერესო პროექტია

    ReplyDelete
  2. This comment has been removed by the author.

    ReplyDelete